კატო მიქელაძე - ქართული ფემინიზმის უცნობი ისტორიები კატო მიქელაძე - ქართული ფემინიზმის უცნობი ისტორიები

Paperback, 288 pages

Georgian language

Published by Heinrich Böll Stiftung.

ISBN:
978-9941-0-6201-8
Copied ISBN!
4 stars (1 review)

საქართველოს ისტორიაში, ისევე როგორც ზოგადად, მსოფლიო ისტორიოგრაფიაში ქალის ხმა დაკარგულია. ეს წიგნი წარმოადგენს ერთგვარ ძალისხმევას, გაუმკლავდეს დომინანტურ ისტორიულ დისკურსს და ფემინისტური პერსპექტივიდან აჩვენოს საქართველოს უახლესი ისტორიის წარსული, როდესაც ქალები ცდილობდნენ მნიშვნელოვანი როლი ეთამაშათ ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ფაქტი, რომ მოცემული პუბლიკაციით მკითხველი არა მხოლოდ საზოგადო მოღვაწეს და პუბლიცისტს, არამედ ფემინისტსაც გაეცნობა, ორმაგად მნიშვნელოვანს ხდის წარმოვადგინოთ კატო მიქალაძე, როგორც ისტორიის სუბიექტი, განსაკუთრებით მაშინ, როცა იგი არა მხოლოდ დავიწყებული, არამედ სიცოცხლეშივე იქნა უარყოფილი. ეს პირველი მცდელობაა, ერთად მოვუყაროთ თავი კატო მიქელაძის მრავალმხრივ და მრავალფეროვან შემოქმედებას, რაც ასევე საშუალებას გვაძლევს ფემინისტური პერსპექტივიდან შევხედოთ კონკრეტულ ისტორიულ კონტექსტს და ვიცოდეთ იმ მემკვიდრეობის შესახებ, რომელიც კატო მიქელაძემ დაგვიტოვა. მოცემულ პუბლიკაციაში შესულია მხოლოდ ის მასალა, რომელიც დღემდე შემორჩენილი და ხელმისაწვდომია, რაც კატო მიქელაძის შემოქმედების მხოლოდ ნაწილს წარმოადგენს. წიგნი ძირითადად ეთმობა ფემინისტურ პუბლიცისტიკას, რომელიც მის მიერვე დაარსებულ გაზეთში, „ხმა ქართველი ქალისა“ (1917-1918) ქვეყნდებოდა. გარდა მიქელაძის სტატიებისა, წიგნში ასევე ნახავთ ქრონოლოგიური თანმიმდევრობით გაზეთში გამოქვეყნებულ სხვადასხვა ავტორის სტატიებს, რომელიც …

1 edition

საჭირო

4 stars

ალექსანდრა კოლონტაის женотдел-თან, არგენტინელი ანარქა-ფემინისტების La Voz de la Mujer-თან, ემა გოლდმანის Marriage and Love-თან და სხვა მაგალითებთან ერთად, აქ შეგროვებული ისტორიები იმის შეხსენებაა, რამდენად გამჯდარი იყო კლასობრივი თვითშეგნება და ახალი თავისუფლების სურვილი მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20-ს დასაწყისის მშრომელ კლასში, ისევე, როგორც ამ ყველაფერთან ერთად ქალების პატრიარქალური წყობისგან გათავისუფლებისთვის ბრძოლა. მიქელაძის მოწოდებები, აზრები და სტატიები მასობრივი, რადიკალური, მშრომელი კლასის ფემინიზმისაა - იმ ფემინიზმის, რომელიც მხოლოდ ნახევარი საუკუნის შემდეგ, 1960-იანებში, დასავლური ელიტური წრეების და ინტელექტუალების გავლენით გადაიქცა - უფრო სწორად, გადაკეთდა - იდენტობის მოძრაობად და კაპიტალიზმის თამაშის წესებში სქესთა კონკურენციის ვიწრო საკითხად.

Subjects

  • Feminism
  • Georgian history