User Profile

Svalbard Sleeper District

svalbardsleeperdistrict@bookwyrm.social

Joined 2 years ago

I like books on society, Free and Open Source Software, drawing, trains and jazz

linktr.ee/svalbardsleeperdistrict

This link opens in a pop-up window

Tamta Melashvili: კატო მიქელაძე - ქართული ფემინიზმის უცნობი ისტორიები 	 კატო მიქელაძე - ქართული ფემინიზმის უცნობი ისტორიები (Paperback, Georgian language, Heinrich Böll Stiftung) 4 stars

საქართველოს ისტორიაში, ისევე როგორც ზოგადად, მსოფლიო ისტორიოგრაფიაში ქალის ხმა დაკარგულია. ეს წიგნი წარმოადგენს ერთგვარ ძალისხმევას, …

საჭირო

4 stars

ალექსანდრა კოლონტაის женотдел-თან, არგენტინელი ანარქა-ფემინისტების La Voz de la Mujer-თან, ემა გოლდმანის Marriage and Love-თან და სხვა მაგალითებთან ერთად, აქ შეგროვებული ისტორიები იმის შეხსენებაა, რამდენად გამჯდარი იყო კლასობრივი თვითშეგნება და ახალი თავისუფლების სურვილი მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20-ს დასაწყისის მშრომელ კლასში, ისევე, როგორც ამ ყველაფერთან ერთად ქალების პატრიარქალური წყობისგან გათავისუფლებისთვის ბრძოლა. მიქელაძის მოწოდებები, აზრები და სტატიები მასობრივი, რადიკალური, მშრომელი კლასის ფემინიზმისაა - იმ ფემინიზმის, რომელიც მხოლოდ ნახევარი საუკუნის შემდეგ, 1960-იანებში, დასავლური ელიტური წრეების და ინტელექტუალების გავლენით გადაიქცა - უფრო სწორად, გადაკეთდა - იდენტობის მოძრაობად და კაპიტალიზმის თამაშის წესებში სქესთა კონკურენციის ვიწრო საკითხად.

reviewed ქალი საბჭოთა სოფელში by Nino Bekishvili (ქალთა მეხსიერება, #12)

Nino Bekishvili, Tsisana Goderdzishvili, Mariam Abramishvili, Marina Turashvili: ქალი საბჭოთა სოფელში (Paperback, Georgian language, TASO Foundation) 4 stars

"ეს არის ამბების კრებული, 1930-იანი წლებიდან მოყოლებული, 1990-იანი წლების ჩათვლით. ყველა ისე იხსენებს თავის თავგადასავალს, …

ქალთა ცხოვრება ქალთა პერსპექტივიდან - მით უმეტეს პროვინციების სიშორიდან - იშვიათი საპოვნია

4 stars

ქალთა ცხოვრება ქალთა პერსპექტივიდან - მით უმეტეს პროვინციების სიშორიდან - იშვიათი საპოვნია. ამ კრებულში ადრინდელი საბჭოთა ათწლეულებიდან კავშირის ბოლო ერამდე, გარდამავალ გარემოში სოფლად მცხოვრები ქალების ყოფა, მშრომა და განცდებია გადმოცემული, რომლებსაც მონაყოლი სტილის, კილოს და დასმული აქცენტების შენარჩუნება ორმაგად ღირებულს ხდის. განსაკუთრებით საინტერესო მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მოგონებები ჩანს, რომლებშიც ფრონტზე წასული მამაკაცების გარეშე დარჩენილ სოფლებში ქალთა მიერ აღებული ახალი როლებია მოყოლილი.