Back
Tamta Melashvili: კატო მიქელაძე - ქართული ფემინიზმის უცნობი ისტორიები 	 კატო მიქელაძე - ქართული ფემინიზმის უცნობი ისტორიები (Paperback, Georgian language, Heinrich Böll Stiftung) 4 stars

საქართველოს ისტორიაში, ისევე როგორც ზოგადად, მსოფლიო ისტორიოგრაფიაში ქალის ხმა დაკარგულია. ეს წიგნი წარმოადგენს ერთგვარ ძალისხმევას, …

საჭირო

4 stars

ალექსანდრა კოლონტაის женотдел-თან, არგენტინელი ანარქა-ფემინისტების La Voz de la Mujer-თან, ემა გოლდმანის Marriage and Love-თან და სხვა მაგალითებთან ერთად, აქ შეგროვებული ისტორიები იმის შეხსენებაა, რამდენად გამჯდარი იყო კლასობრივი თვითშეგნება და ახალი თავისუფლების სურვილი მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20-ს დასაწყისის მშრომელ კლასში, ისევე, როგორც ამ ყველაფერთან ერთად ქალების პატრიარქალური წყობისგან გათავისუფლებისთვის ბრძოლა. მიქელაძის მოწოდებები, აზრები და სტატიები მასობრივი, რადიკალური, მშრომელი კლასის ფემინიზმისაა - იმ ფემინიზმის, რომელიც მხოლოდ ნახევარი საუკუნის შემდეგ, 1960-იანებში, დასავლური ელიტური წრეების და ინტელექტუალების გავლენით გადაიქცა - უფრო სწორად, გადაკეთდა - იდენტობის მოძრაობად და კაპიტალიზმის თამაშის წესებში სქესთა კონკურენციის ვიწრო საკითხად.