Back
Stephen F. Jones: სოციალიზმი ქართულ ფერებში (Paperback, Georgian language, 2017) 3 stars

ქართული სოციალური დემოკრატია ყველაზე წარმატებული სოციალურ-დემოკრატიული მოძრაობა იყო რუსეთის იმპერიაში. მან, მიუხედავად მცირე მასშტაბისა, ბევრი …

მნიშვნელოვანი ნაშრომი, მაგრამ შეიძლებოდა უკეთ შესრულება/თარგმნა

3 stars

როლი: ქართულ თანამედროვე ისტორიოგრაფიაში არსებული შიდა წინააღმდეგობებიდან და პრობლემული დისკურსებიდან ("ეროვნული vs სოციალისტური") გამომდინარე, ამ მიმოხილვის თემა ალბათ ბევრისთვის მოულოდნელ საკითხებს და ფაქტებს მოიცავს, რაც კარგია - არ შეიძლება საკუთარი ისტორიის მიმართ მუდმივ სიბნელეში და გამოგონილ ნარატივებში ცხოვრება.

შინაარსი: იმ ფიგურების პოლიტიკური ნიჭის ისტორიის შემონახვას, რომლებმაც ქართული სოციალ-დემოკრატიის (რომელიც მაშინ, დღევანდელი უხერხემლო სოციალ-დემოკრატიული მოდელისგან განსხვავებით, დიდწილად სოციალიზმთან იყო ასოცირებული) ტრადიცია შექმნეს და შეინარჩუნეს ყველაზე რთულ პირობებში, 30 წელი არ უნდა დასჭირვებოდა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

გადმოცემის ფორმა: არ ვიცი, ავტორის წერის შედეგია თუ თარგმანის, მაგრამ ეს ამ წიგნის დიდი ნაკლია. განმეორებული თემები გადმოცემულია განმეორებულ ფორმებში, რაც კითხვაში არასაჭიროდ დამღლელი ძალისხმევის და მოთმინების ჩართვას ითხოვს. შეიძლებოდა ამ ყველაფრის 1/3 ნაკლებ მოცულობაში და უფრო საინტერესოდ დაწერა.